Saturday, 10 November 2018

ფიქრის ძალა - საიდუმლო თუ როგორ ავიხდინოთ სურვილები და დასახული მიზნები





                                                       
                                              

                                                      

                                                   სიბნელე და სისუსტე

ქარი ხეებს არხევს, ხან მარჯვნივ გააქანებს მათ უმწეო ტოტებს, ხან მარცხნივ. ბედს და დროს მიცემული ფოთლები კი მას მიყვებიან. გარეთ სულიერის ჭაჭანებაც არაა, მაშინ როდესაც გამოვჩნდები მე. ჩემს შავ, უფსკრულივით მოსასხამს ქარი ააფრიალებს, თითქმის გამაძრობს მაგრამ მე მაინც მყარად ვიდგები, არ ავყვები ტანმორჩილი ხეების ცეკვას. მე ხომ სევდიანი ვარ და ჩემი გამოჩენისას ყველა უნდა თრთოდეს, მუხლები უკანკალებდეს და ძირს ეცემოდეს. ნეტავ მართლაც ასეთი ვიყო. სიბნელეში და სისუსტეში გახვეული ადამიანების ხსნა მე ვარ. მაგრამ განა ფიქრობენ ისინი იმედზე? მაშინ როდესაც მეც კი შემიძლია მქონდეს რამის იმედი. მე მჯერა, მჯერა ადამიანების ძალების. ვიცი რომ მათ ჩემი არსებობის სჯერათ რაც მათ ძალებს უკარგავს.
ქარი კი ქრის, თან მიაქვს ყველა ფიქრი, თან მიაქვს დრო, თან ცდილობს ჩემს წაყვანასაც. გზაჯვარედინზე ვდგავარ, მანქანა არსაიდან მოდის. რომც მოდიოდეს, მე არ მეშინია სიკვდილის,მე ხომ თავად სიკვდილი ვარ...
ერთი ხე მოგლიჯა ქარმა, მეორესაც მალე მოგლეჯს. დრო გავა, მე ვიცი, ქარი არ ჩაცხრება, იმ ცეცხლისგან განსხვავებით რომელიც ადამიანებს სულში უდგათ. ის სულ ენთება, მარადიულად სანამ მე მათ სულს არ დავიპყრობ.
ქარი ქრის, მე ვეღარ ვერევი, მაგრამ იმდენად მძიმეა ჩემი სული ქარსაც უჭირს ყველაფრის დავიწყება. ისე როგორც ადამიანები მივიწყებენ როცა ბავშვი ჩნდება, როცა კიბო აღარ აქვთ, როცა დღე თენდება, ისე მივიწყებს ქარიც ცოტახანში და მე მივფრინავ.

დაე ის იმედები გამართლდეს, რაც კაცობრიობას ოდესმე გასჩენია მაგრამ ჩემი შიშით გაჰქრობია, ის ოცნებები ახდეს, რომლებსაც სიკვდილი ემუქრებოდა.

                                                            ლიზა გაბუნია


***
1986 წლის 8 მაისი
გოგონა მარტოდ მიუყვება ლონდონის ბნელ,წვიმიან ქუჩებს. ტაქსს აჩერებს:
-თაიმს სქუეარი.
ჯდება, მანქანა იძვრის, ყრუდ ისმის ქვაფენილზე წვიმის წვეთების ცემის ხმა, თითქოს ისინი იმაზე მძიმეა ვიდრე ჩანს, წვიმის წვეთებს მოჰყვება მანქანის უეცარი დატრიალება, საბურავების დამაყრუებელი ჭრიალი კი გოგონას ყურებს უხშობს.
1986 წლის 10 მაისი
ვიღვიძებ, თეთრი ოთახი, მშობლები, თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალი.
-რამდენ ხანს გასტანს?
-2 საათს, გოგონას მარჯვენა ხელზე ესაჭიროება ოპერაციის გაკეთება
-სარისკოა?
-ყველაზე ცუდ შემთხვევაში ხელს დაკარგავს.
-ყველაზე კარგ ვარიანტში?
-ხელის გამოყენებას შეძლებს, თუმცა შეზღუდულად, მხოლოდ რამოდნიმე მოძრაობა
თეთრხალათიანი ქალი ჩემსკენ ბრუნდება და დამაჯერებლად მომმართავს:
-ახლა 3-მდე დავითვლი და დაგეძინება, როცა გაიღვიძებ უკვე ყველაფერი დამთავრებული იქნება, ვერაფერს იგრძნობ. -თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ -ერთი, ორი..
1986წელი 23 ნოემბერი
კარგად ვარ, ყველაფერი რიგზეა, ხელის ტკვილს უკვე შევეჩვიე, მხოლოდ ჭამისას თუ შემიძლია მისი გამოყენება. გარეთ ვარ, მიწისქვეშას მივუყვები, გზაში მოხუცს ვაწყდები, რომელიც ძირს ზის და თავი ჩარგული აქვს, გიტარაზე უკრავს. წინ კი გაცვეთილი ქუდი დევს, რომელშიც რამდენიმე რკინის მონეტა გდია. ვჩერდები, ვუსმენ, 5 წუთი გაუნძრევლად ვდგავარ და ყურს ვუგდებ მუსიკას. ყოველდღე ერთიდაიგივე სცენა, იგივე მელოდია, უცვლელი აკორდები, უცვლელი ბგერები...
1990 წელი 5 იანვარი
იგივე გზა, იგივე მიწისქვეშა, იგივე ადგილი, სიცარიელე, არაა მოხუცი, აღარც დაბრუნებულა...
გოგონა მშობლებს გიტარის ყიდვას დაჟინებით თხოვს, თუმცა არავის სჯერა რომ გამოუვა,მისი ხელის გამო. საბოლოოდ გოგონა გიტარას ყიდულობს თუმცა ყველა მასწავლებელი სწავლებაზე უარს ამბობს, მშობლებიც კი ფიქრობენ რომ ტყუილად დახარჯული ფულია.
1993 წლის 5 ივნისი
გოგონა შეეჩვია გიტარას, რამდენიმე სიმღერას უკრავს, მიჩვეულია ყოველ დილას ხელის ტკივილით გაღვიძებას და ამით დაძინებას. ამით ცხოვრობს.
მიწისქვეშაში ჩავდივარ, ვჯდები იქ სადაც მოხუცი წლების განმავლობაში იჯდა, ვუკრავ მელოდიას, რომელსაც ის უკრავდა.
სიმების არეული ხმა. ტკივილი. ყვირილი. სასწრაფო.


-         დაკვრას ვეღარ შეძლებს.

                                                                 თათა აბრამიშვილი



ნიღბის ქვეშ
-ამდენი სიცოცხლე და ასეთი ტკბილი წუთები, ისინი კი ამ დროს ტყუილა ხარჯავენ.
-მაშინ მოდი მათი წამება დავაჩქაროთ.
-მოთმინება საყვარელო, მოთმინება.
     ტყის სიღრმიდან კივილის ხმა გაისმა.
-ესეთია იმ ხალხთა ბედი, რომელთაც ჩვენი ნიშანი სულ თან დასდევთ.
-მშვენიერია ჩემო პატარა კრავო. ვინ არის შემდეგი?
-ყველა.
       არავინ იცის ის რა, ან ვინ იყო. ლეგენდა დაიოდა, რომ მასში მყოფი ათასიდან, მხოლოდ ორი არსებობდა. ერთი კრავი, მეორე მგელი. ყველაფრით განსხვავებული ორი არსება, ერთმანეთში შერწყმული და ერთ სხეულში ჩასახლებული.
-ეს უკვე ზედმეტია!
-გაიქეცი მთელი ძალით, საწყალო არსებავ!
      ორმაგად და სხარტად მოქმედება. როგორ მოგწონთ ვინმე, რომ გკლავთ? არ არის სასიამოვნო, ჰომ ასეა? წარმოიდგინე რომ ერთის მაგივრად, ორი გაწამებს. როგორია?
      ორივე სულის ამომკვეთად სწრაფი და მოქნილი. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებდი, რომ უკვე მკვდარი იყავი. ან, რათ გინდა თვალის დახუჭვა, მაინც მოგკლავდნენ. დიდებული? მდიდარი? ღარიბი? ბედკრული? ამას რა მნიშვნელობა აქვს! სიკვდილი ყველას მიასწრებს. მას კი, მოასიარულე სიკვდილასც უწოდებ.
-კრავო...
-რა მოხდა მგელო?
-როგორ გავჩნდით? მომიყევი....
-იყო ერთი ადამიანი, თეთრი კანით და შავი თმებით, მარტოსული და მარტოხელა, საინლად ცუდი და სასტიკი ადამიანი. მას არ შეეძლო სიყვარული, მეგობრობა და სხვა ხალხის გაგება. როდესაც ის ხედავდა სხვებს, თუ როგორ უყვარდათ ერთმანეთი და როგორ მეგობრობდნენ, მას შურდა მათი. ერთი სული ჰქონდა როდის მოკლავდა ყველას. მას შურდა ყველაფრის, ბედნიერების, სიყვარულის, მეგობრობის და ზოგადად იმათი ვისაც ეს ყველაფერი შეეძლო. მისთვის კი ეს ყველაფერი, აუღწერელი და აღმოუჩენელი გრძნობები იყო. ის გაბოროტდა. ჰო, ჰო, უკვე ბოროტი კიდევ ბევრად მეტად გამოროტდა. მანაც ვერ სძლია ამ შურს და სხვა ცუდ გრძნობებს. მასში კი ათასი ჩვენნაირი ჩასახლდა. ყველა ცხოველი იყო, ზოგიც კი დემონი. ამ ათასიდან, მხოლოდ ოთხი დომინირებდა: მელა, მგელი, კრავი და ერთი დემონი. ყველა მათგანი მომთმენი იყო, ხოლო დრო როდესაც დგებოდა, მოქმედებას იწყებდნენ და კლავდნენ ყველას. არჩევნის გაკეთების უფლებას აძლევდნენ. ოთხი ვარიანტი იყო: სიკვდილის მიღება, შეწინააღმდეგება, თავის ჩამოხრჩობა და სხვისი სიცოცხლის შეწირვა.
თუ ის სიკვდილს მიიღებდა, მას კრავი კლავდა, თუ შეეწინააღმდეგებოდა - მგელი, თავს თუ ჩამოიხრჩბდა - მელა, ხოლო თუ სხვას შეწირავდა - ის ერთადერთი დემონი.
დრო გადიოდა და ისინი ვერ თანხმდებოდნენ ერთმანეთში. ეს ადამიანიც დაიღალა იმით, რომ მასში ამდენი უსულო არსება ცხოვრობდა. მან აარჩია მგელი და კრავი, რადგან მისთვის ისინი ყველაზე ძვირფასები იყვნენ. მან ისინი ორად გაჭრა, ხოლო მათ ნიღბები სახეზე აიფარა.
რადგან კრავმა და მგელმა ეს ტიტული მოიპოვეს და საბოლოოდ პატრონის რჩეულნი გახდნენ, მათ მოისურვეს მეტი. მოისურვეს რეალობაშ გადმოსვლა და აქ თავიანთი ქმედებების კეთება.
შენი აზრით შეძლეს ეს?
-რადგან აქ ვართ..... ანუ კი?
-კი, მართალი ხარ. მათ ეს შეძლეს. ადამიანი გაქრა, ხოლო ამ ქვეყნად კრავი და მგელი დარჩა. ორივე მომთმენი, ჩუმი და მკვლელი არსება.
-და აი ახლა აქ ვართ ჰომ? ანუ, ასე შევიქმენით მე და შენ! უი, ბოდიში.... შენ და მე შენი მეორე ნახევარი!
-დიახ ჩემო საყვარელო მგელო.

                                                       ლიზი ნაჭყებია

***************

         დღეს დილით თამარ მეფეზე ვიყავი და ჩემი ძველი სახლი გავყიდე. იმ სახლში ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ. როცა მე და ჩემი კლიენტი საბოოლოდ ფასსა და ბინის დაცლის დროზე შევთანხმდით, იგი წავიდა და სახლში მარტო  მე დავრჩი. ბევრი რამ გამახსენდა, მითუმეტეს მაშინ როცა ძველი წიგნები და სათამაშოები დავინახე. სახლში ყოფნისას გამახსენდა ის დრო როცა 7 წლის ვიყავი და მამაჩემი დილიდან შუაღამემდე კვირაში ექვსი დღე მუშაობდა. მხოლოდ ერთი დღე ისვენებდა და იმ დღესაც ცდილობდა ჩემთან ერთად ყოფილიყო.
ჩვენ მეზობლად მხოლოდ ერთი ბინა იყო რომელის ადგილასაც ახლა პატარა საკუჭნაოა.  არავინ იცის ვის აქვს მისი გასაღები და არც არავინ დაინტერესებულა ამ საკუჭნაოთი. ამ ბინის კარი ძალიან იშვიათად იღებოდა. გარეთ არც ხმაური გამოდიოდა და ვერც კი იფიქრებდი რომ იმ ბინაში ვინმე ცხოვრობდა. რადგან მე მთელი დღეების განმავლობაში რასაც მინდოდა იმას ვაკეთებდი და უკვე მობეზრებული მქონდა ყოველდღე ერთსა და იმავე ბავშვებთან ერთად თამაში ამიტომ გადავწყვიტე რომ მეზობლები გამეცნო. ძალიან ცოტა ფული მქონდა ყულაბაში მაგრამ ერთი ნამცხვრის ყიდვა მაინც შევძელი და კარზე დავაკაკუნე. კარი ქალმა გააღო და სახლში შემიპატიჟა. ეს ქალი ძალიან მაღალი და გამხდარი იყო. იმედი მქონდა რომ სახლში ბავშვს დავინახავდი მაგრამ ამაოდ. როგორც აღმოჩნდა ამ პატარა ბინაში მხოლოდ ეს ქალი ცხოვრობდა. მისი ბინა ძალიან არეული იყო, ყველგან დაკუჭული ფურცლები ეყარა. ოთახში ერთი ხის მაგიდა იდგა და მაგიდაზე აუარებელი რაოდენობის სიგაერტის ნამწვავი და მხოლოდ ერთი ფანქარი იდო. მას ძალიან პატარა სამზარეულო ჰქონდა რომელიც სახლთან შედარებით ძალიან სუფთად გამოიყურებოდა. სტუმრად მხოლოდ ნახევარი საათი ვიყავი. ქალი კი იჯდა თავის სავარძელში და ხმას არ იღებდა. მხოლოდ მე ვლაპარაკობდი გაუჩერებლად. ვუყვებოდი ჩემზე და ჩემს მეგობრებზე რომლებიც ეზოში იყვნენ და თამაშობდნენ. დარწმუნებული ვიყავი რომ მისმენდა. ბოლოს კი ძალიან მომბეზრდა და ისევ ეზოში ჩავედი. ამ დღის შემდეგ ერთი ორჯერ კიდევ ვიყავი იმ სახლში. ის ქალი ხან წერდა ხან სავარძელში იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. როცა სტუმრად მივდიოდი გაუთავებლად ველაპარაკებოდი. პასუხს მხოლოდ მაშინ მცემდა როცა რამეს ვეკითხებოდი. აღმოჩნდა რომ იგი მწერალი იყო და რომანზე მუშაობდა. საერთოდ ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო მთელი დღე სახლში ჯდომა. იგი მთელი დღეები თავისი რომანის სიუჟეტზე ფიქრობდა. ყოველთვის ძალიან შეწუხებული და დაღლილი სახე ჰქონდა. თითქოს მის გარშემო ორი სამყარო არსებობდა. ერთი რომანის სამყარო ხოლო მეორე კი მისი ცხოვრება.
დაახლოებით ორი წლის შემდეგ რომანი დაამთავრა მაგარამ მისი რომანი არსად გამოქვეყნებულა. რამდენიმე კვირის შემდეგ ის ქალი გარდაიცვალა. არც კი ვიცი თავი მოიკლა თუ არა. ჩვენც დაახლოებით ერთი წლის შემდეგ  სხვა სახლში გადავედით. მამამ დღემდე არ იცის ის რომ მე იმ ქალს ვიცნობდი. არც კი ვიცი რატომ დამამხსოვრდა ეს ამბავი ასე კარგად.

                                                       ნინი ლაბაძე 

საბედისწერო ოცნება
ზაფხულის ცხელი და მხიარული დღე იყო,ყველა სანაპიროზე იჯდანდა ერთობოდა,მათ არ ადარდებდათ პრობლემები,სტრესი,უბრალოდ იჯდნენ და ერთობოდნენ. მხოლოდ ერთი გოგო იჯდა სახლში,ცუდ გუნებაზე,იწვა და ფიქრობდა.რატომ უნდა ყოფილიყო ის სახლში ასეთ მშვენიერ დღეს? რათქმაუნდა ის დაჩაგრეს,დაჩაგრეს მხოლოდ მისი გარეგნობის გამო.გოგონა დაკომპლექსდა და გარეთაც ვერ გადიოდა,ისინი კი ვინც ეს ჩაიდინეს სანაპიროზე უდარდელად იჯდნენ და ტკბებოდნენ.გოგონა იმდენად გაბრაზდა რომ წასვლა გადაწყვიტა,შორს იქ სადაც არავინ იყო და ვერავინ დაჩაგრავდა მას. უცებ სანაპიროზე მყოფებმა ძვრა იგრძნეს,მიწა თითქოს ცახცახებდა სიცივისაგან თუმცა მაშინ ხომ ზაფხული იყო.ეს მიწისძვრა იყო.უცებ ზღვა გაქრა,თუმცა შორიდან მოჩანდა უდიდესი ტალღა რომელიც სანაპიროსკენ მოემართებოდა.ყველა თავქუდმოგლეჯილი გარბოდა,ტიროდნენ,ეშინოდათ,კვდებოდნენ....
გავიდა საათები და განაწყენებულმა გოგონამ შინ დაბრუნება გადაწყვიტა. როდესაც დაბრუნდა მის თვალწინ დამხრჩვალი და განადგურებული ქალაქი გადაიშალა,და აი გოგონას ოცნებაც ახდა,იმ დროისთვის ის და მისი გარეგნობა არავის ადარდებდა,ყველა თავის მეგობარს,ოჯახს და შვილს ეძებდა...
                                                                 მარიამ ჯანიაშვილი



დრო.
რა არის დრო, დროს ვერავინ ვერ დაიჭერს. ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერი რამის ყიდავა,მეგობრების, მაგრამ დროს ვერ იყიდი. ის გარბის და ვერ დაეწევი.ალბათ გახსოვს ბავშვობა,როგორი იყავი, რა გამოიარე. ადამიანები  დროს ფლანგავენ. დღესდღეობით ადამიანები ფულის შოვნის გამო საკუთარ ოჯახს ყურადღებას აღარ აქცევენ.მათ თავში სულ მუდამ ფული ტრიალებს. ახლა თუ ფული არ გაქვს ხალხისთვის უარგისი არსება ხარ. მაგრამ თუ ფული გაქ ხალხის ყურადღების ცენტრში ხვდები იქამდე სანამ ფული არ გაგითავდება.მაგრამ ხალხი ვერ ხვდება თუ ამით რას კარგავენ. ისინი იმდენ დროს ატარებენ ფულის შოვნაში რომ ოჯახი ავიწყდება. როდესაც დრო გავა და ამ ადამიანს ფულის შოვნის ყველანაირი გზა მოეჭრება მაშინ მიხვდება თუ რა დაკარგა. ეს ასეა. სანამ ადამიანი რაიმე ნივთს არ დაკარგავს იქამდე ვერ მიხვდება იმ ნივთის ფასს.ნუ დაკარგავთ დროს. გაატარეთ დრო ოჯახი წევრებთან თორე ერთ დღეს ამას ინანებთ.
                                               ბექა ჭიკაძე


                            რეალობა?!
            შავი თმები, შავი თვალები და თვით სულიც შავი. თითქოს მასში ყველაფერი განადგურებულიყო და სიცოცხლის აზრიც დაჰკარგვოდა. იმდენად ღრმა რომ, შენც მიგიზიდავდა და იმ წყეულ შავ ხვრელში ჩაგითრევდა საიდანაც გამოღწევა შეუძლებელიიყო. ვინ იყო ის? ცისფერი თვალები, ქერა თმები და ნათელი სული, სიცოცხლეს შეგაყვარებდა. ისეთი კარგი იყო, გეგონებოდა თითქოს ანგელოზი გედგა წინ და იქაურობას ანათებდა.
                  1789 წლის ბნელეთით მოცული ღამე იდგა, როდესაც ეს ორი ურთიერთსაპირისპირო არსება რაღაცაზე ჩურჩულებდა: ის მოდისო...-ყა!ყა! გადაიფრინა ყვავმა.                                            მივიხედ-მოვიხედე, არავინ. სამარისებული სიჩუმე იდგა, როდესაც ეს თითქოსდა შიშისმომტანი  ჰარმონია ბუჩქიდან მომავალმა ხმამ დაარღვია. სხეულში აუტანელმა ჟრუანტელმა დამიარა და იქვე მგომი შენობისკენ გავწიე. ფეხის ხმა...                                  
                                   მივტრიალდი, არავინ... როგორც იქნა შენობას მივუახლოვდიშიგნიდან ხმამაღალი მუსიკა გამოდიოდა, გარეთ კი სიგარეტის საშინელი  სუნი ტრიალებდა, რომელიც ფილტვებს ამძიმებდა . აგერ ის ორი ადამიანიც, დაცვასთან ერთად. სამივეს გამომეტყველებიდან ჩანდა რომ რაღაც რიგზე არ იყო. თითქოს რაღაცას ელოდნენ ან ვიღაცას?!  საერთოდ რახდებოდ ამ უბედურ ქვეყანაში, ადამიანები ადამიანობის გარეშე, იქნებ ადამიანებიც არა?! რაღაც არსებები რომლებიც თითქოს ვენს დაპატრონებას აპირებენ.ვინ არიან ისინი?! და რა უნდათ ჩვენგან?! ან რატომ მაინცდამაინც ჩვენ?!
იქნებ იმიტომ რომ ადამიანებმა მაინც არვიცით ვინვართ და რაგვინდა, ჩვენ ადამიანები-სულიერად სუსტები. მახინჯი სიმართლის გვეშინია და ლამაზი ტყუილით ვცხოვრობთ.ვინ ვართ ადამიანები?!რა გვსურს ცხოვრებისაგან და თვითონ ჩვენს გარშემო მყოფთაგან?!  ეს კითხვა ალბათ,თითოეულ თქვენთაგანს გასჩენია,მაგრამ გასცემს კი პასუხი საკუთარ თავს?
        თითოეულ ჩვენგანს გააჩნია საკუთარი ''მე'',რომლის შეცნობა ადვილი არ არის.ალბათ,ბევრი თქვენგანი რჩება საკუთარ თავთან მარტო და აანალიზებს მის ქმედებებს,გრძნობებს,მაგრამ არსებობს შემთხვევები,როდესაც არის ისეთი რამ,რასაც ხშირად საკუთარ თავსაც არ ვუტყდებით ანდაც უბრალოდ გვეშინია ამის. სამწუხაროდ,დღევანდელ რეალობაში ადამიანი საკუთარი სხეულის შემკობასა და სილამაზეზე ზრუნავს და არა სულის სილამაზესა და გადარჩენაზე...ნუ მე ვინვარ ხალხს რომ ასე ვაკრიტიკებ. მაგრამ რეალობა ძალიან სამწუხაროა!როგორც ყველა პატარა ბავშვს მეც მჯეროდა ბავშვობაში კეთილი ადამიანების,ლამაზი ფერიების,კეთილი ჯადოქრების...ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი,მაგრამ გავიზარდე და ყველა დამოკიდებულება თუ სურვილი ფუჭი და ილუზია აღმოჩნდა.რეალობა სასტიკი და მტკივნეულია! იქნებ სწორედ ამიტომ მოდიან ისინი?! რომ ამ ტანჯვისგან გვიხსნან. უამრავი ცხოვრებისეული შეკითხვა გაგიჩნდება ყოველღიურად. შეიძლება ასეთი ან ცოტა განსხვავებული, მათზე პასუხის გასაცემად კი მთელი ცხოვრება დაგჭირდება. ერთ დღეს შეიძლება გქონდეს ყველაფერი მეორე დღეს კი-არაფერი ანდა პირიქით;ქმედებას მოჰყვება უკუქმედება,როგორ თქვა თავის დროზე ნიუტონმა. ეს ჩემო ჰიპოტეზავ როგორი სამწუხაროც არუნდა იყოს შენთვის რეალობაა და ამას ვერსად გაექცევი!
            შავი თმები, შავი თვალები და თვით სულიც შავი. თითქოს მასში ყველაფერი განადგურებულიყო და სიცოცხლის აზრიც დაჰკარგვოდა. იმდენად ღრმა რომ, შენც მიგიზიდავდა და იმ წყეულ შავ ხვრელში ჩაგითრევდა საიდანაც გამოღწევა შეუძლებელიიყო. ვინ იყო ის? ცისფერი თვალები, ქერა თმები და ნათელი სული, სიცოცხლეს შეგაყვარებდა. ისეთი კარგი იყო, გეგონებოდა თითქოს ანგელოზი გედგა წინ და იქაურობას ანათებდა.
                  1789 წლის ბნელეთით მოცული ღამე იდგა, როდესაც ეს ორი ურთიერთსაპირისპირო არსება რაღაცაზე ჩურჩულებდა: ის მოდისო...-ყა!ყა! გადაიფრინა ყვავმა.                                            მივიხედ-მოვიხედე, არავინ. სამარისებული სიჩუმე იდგა, როდესაც ეს თითქოსდა შიშისმომტანი  ჰარმონია ბუჩქიდან მომავალმა ხმამ დაარღვია. სხეულში აუტანელმა ჟრუანტელმა დამიარა და იქვე მგომი შენობისკენ გავწიე. ფეხის ხმა...                                  
                                   მივტრიალდი, არავინ... როგორც იქნა შენობას მივუახლოვდიშიგნიდან ხმამაღალი მუსიკა გამოდიოდა, გარეთ კი სიგარეტის საშინელი  სუნი ტრიალებდა, რომელიც ფილტვებს ამძიმებდა . აგერ ის ორი ადამიანიც, დაცვასთან ერთად. სამივეს გამომეტყველებიდან ჩანდა რომ რაღაც რიგზე არ იყო. თითქოს რაღაცას ელოდნენ ან ვიღაცას?!  საერთოდ რახდებოდ ამ უბედურ ქვეყანაში, ადამიანები ადამიანობის გარეშე, იქნებ ადამიანებიც არა?! რაღაც არსებები რომლებიც თითქოს ვენს დაპატრონებას აპირებენ.ვინ არიან ისინი?! და რა უნდათ ჩვენგან?! ან რატომ მაინცდამაინც ჩვენ?!
იქნებ იმიტომ რომ ადამიანებმა მაინც არვიცით ვინვართ და რაგვინდა, ჩვენ ადამიანები-სულიერად სუსტები. მახინჯი სიმართლის გვეშინია და ლამაზი ტყუილით ვცხოვრობთ.ვინ ვართ ადამიანები?!რა გვსურს ცხოვრებისაგან და თვითონ ჩვენს გარშემო მყოფთაგან?!  ეს კითხვა ალბათ,თითოეულ თქვენთაგანს გასჩენია,მაგრამ გასცემს კი პასუხი საკუთარ თავს?
        თითოეულ ჩვენგანს გააჩნია საკუთარი ''მე'',რომლის შეცნობა ადვილი არ არის.ალბათ,ბევრი თქვენგანი რჩება საკუთარ თავთან მარტო და აანალიზებს მის ქმედებებს,გრძნობებს,მაგრამ არსებობს შემთხვევები,როდესაც არის ისეთი რამ,რასაც ხშირად საკუთარ თავსაც არ ვუტყდებით ანდაც უბრალოდ გვეშინია ამის. სამწუხაროდ,დღევანდელ რეალობაში ადამიანი საკუთარი სხეულის შემკობასა და სილამაზეზე ზრუნავს და არა სულის სილამაზესა და გადარჩენაზე...ნუ მე ვინვარ ხალხს რომ ასე ვაკრიტიკებ. მაგრამ რეალობა ძალიან სამწუხაროა!როგორც ყველა პატარა ბავშვს მეც მჯეროდა ბავშვობაში კეთილი ადამიანების,ლამაზი ფერიების,კეთილი ჯადოქრების...ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი,მაგრამ გავიზარდე და ყველა დამოკიდებულება თუ სურვილი ფუჭი და ილუზია აღმოჩნდა.რეალობა სასტიკი და მტკივნეულია! იქნებ სწორედ ამიტომ მოდიან ისინი?! რომ ამ ტანჯვისგან გვიხსნან. უამრავი ცხოვრებისეული შეკითხვა გაგიჩნდება ყოველღიურად. შეიძლება ასეთი ან ცოტა განსხვავებული, მათზე პასუხის გასაცემად კი მთელი ცხოვრება დაგჭირდება. ერთ დღეს შეიძლება გქონდეს ყველაფერი მეორე დღეს კი-არაფერი ანდა პირიქით;ქმედებას მოჰყვება უკუქმედება,როგორ თქვა თავის დროზე ნიუტონმა. ეს ჩემო ჰიპოტეზავ როგორი სამწუხაროც არუნდა იყოს შენთვის რეალობაა და ამას ვერსად გაექცევი!                                                                                          ლიზი ცაძიკიძე



************** 

ხშირად მოვევლინები ამ ქვეყანაზე . მაშინ როცა ღრუბლები სევდითა და დარდით აღივსებიან , თავშეკავების ძალა აღარ შესწევთ და ტირიან. მისი ცრემლები  ვართ წვიმის წვეთები .

 ჩვენზე ხშირად წერენ ნაწარმოებს . ნატრობენ , ნეტავ წვიმად მოვსულვიყავით ამ ქვეყნადო . მათ მოსწონთ ის რომ წვიმა არ კვდება …და შეიძლება ეს  ძალიან უნიკალურია… მაგრამ წვიმასაც აქვს თავისი დარდები, რომლებიც მუდამ თან ახლავს . ჰო , მართალია იძახით წვიმა გვიყვარსო . მაშინ მითხარით?! როცა ამ ქვეყნად მოვევლინები ,რატომ  შლით ქოლგას? რატომ გარბიხართ  ჩემგან? ნუთუ ასეთი სასტიკი ვარ ?! იშვიათად ყოფილა …მაგრამ დეტალურად მახსოვს , როდესაც ადამიანები წვიმაში  გაჩერებულან , ჩემთან ერთად უცეკვიათ და უტირიათ...
ახლა ჩვეულებრივ მოვლენად ვიქეცი . ადამიანთა უხასიათობის მიზეზიც გავხდი. არაფერს არ წარმოვადგენ . პირიქით ... აქაურობას მხოლოდ  ვატალახიანებ, გუბეებს წარმოვქმნი.  აღარავის ვჭირდები .  ეს დარდი კი მუდმივი დარჩება . მთელი ცხივრების მანძილზე გამყვება თან . 

მარიამ ოზელი





კუ, მზე და მთვარე

კუ თავიდან სხვანაირი იყო .იგი ძალიან სწრაფად დარბოდა , ამიტომ მას გადაწყვიტა ფოსტაში ემუშავა. ერთხელ მას მოუნდა განსაკუთრებული ,რომ ყოფილიყო. იგი მზესთან მივიდა და შეეკითხა

-მზეო როგორ ხარ ესეთი კაშკაშა? როცა ამოდიხარ ყველას უხარია ადამიანს,ცხოველს და მცენარესაც

-მე ესეთი ღმერთმა გამაჩინა

კუს შეშურდა და მთვარესთან მივიდა

-როცა მზე ჩადის და სულ სიბნელეა შენ ამოდიხარ და ყველაფერს ანათებ , როგორ გამოგდის?

- მე ესეთი ღმერთმა გამაჩინა

შეშურდა კუს სახლში წავიდა დაწვა და ღმერთს შეკითხა

-რატომ გამაჩინე ფოსტალიონად? მე არ მინდოდა მოდი როცა გავიღვიძებ მე კაშკაშა ვიქნები და ყველას ვეყვარები

გაიღვიძა კუმ და შეამჩნია რომ ნელა დადიოდა და წერილების მიტანა არ შეეძლო რადგან ზურგზე დიდი სახლი ჰქონდა წამოკიდებული

                                                ელისაბედ სულხანიშვილი 

 

 

(ელისაბედ სულხანიშვილი)

 



**************
ერთხელ, ერთ პატარა სოფელში გავრცელდა ხმა, რომ მატარებლით რომელიც ინგლისიდან საფრანგეთის მიმართულებით მიდიოდა შიგნით იყო ბომბი განკუთვნილი ინგლისი ერთერთი სოფლის გასანადგურებლად. ხალხი პანიკაში ჩვარდა აღარ იცოდნენ სად წასულიყვნენ და რა გაეკეთებინათ. ხალხი შეიკრიბნენ დიდ დარბაზში სადაც უნდა გადაეწყვიტათ თუ რას იზამდნენ. სოფლის თავჯდომარემ ხალხი შეკრიბა და თქვა ან უნდა შევაჩეროთ ეს მატარებელი ან კიდე დაველოდოთ როდის დავიღუპებით,ხალხმა თქვათ გავიქცეთო მაგრამ მოხუცებმა თვქეს ჩვენ აქედან არსად არ წავალთ.თავჯდომარემ თვა:მოკლედ ჩვენ შევაჩერებთ ამ მატარებელს და გადავარჩენთ ჩენ ოჯახებს. ჯარის მეთაურმა დაყო რაზმებად და სხვადასხვა კუთხეებში გაუშვა ისინი. მატარებელი დაიძრა შუა გზაში ისინი შეჩერდნენ ერთერთმა რაზმა შაღწია ვაგონში და ნახა რომ მისი შეჩერება შეუძლებელი იყო ისინი დაბრუნდნენ სოფელში და შატყობინეს ეს ყოველივე ხალხი პანიკაში ჩვარდა დაიწყეს ჩმოდნების ჩლაგება უეცრად გაისმა მატარებლის ხმა და ხალხმა გაგცევა დაიწყო მოაღწია თუ არა მატარებეკმა სოფლამდე ბახ და ბომბი აფეთქდა ხალხი დაიხიცა მხოლოდ ისინი გადარჩნენ ვინს ლიანდაგებისგან ძალიან რს იყვნენ და ისინი ვინც სხვადასხვა კუთხეებში იყვნენ გაშვებულნი. როდესაც ბომბი აფეთქდა სოფელში არავის და არაფრის ჭაჭანება არ იყო. ეს იყი ერთ ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია საფრანგეთის ისტორიაში🤯💣🏚🚇💥

ლუკა თეგეთაშვილი


სკოლაში ნასწავლი ,,ცოტნე დადიანი“


    ეს ამბავი მოხდა 1943 წელს ქალაქ მოსკოვში . ერთ ერთმა ადამიანმა შეიტანა სარჩელი ორი ქართველი ძმის შესახებ რომ მათ არ დალიეს სტალინის სადღგრძელო. ამისთვის ერთ ერთ ძმას გაციმბირება და მეორეს დახვრეტა მიუსაჯეს . ეს რომ გაიგეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ არ იცოდენენ რა ექნათ . გათენდა 22 მარტი დავრეტუს დღე . უკვე ის დრო იყო რომ უნდა დაეხვრიტათ მისი ძმა , თითქმის წარმოთქვა სტალინმა სიტყვა "რასტრილიაწ" და შეაჩერა ერთ ერთი ადამიანის ყვირილმა  ის იყო მისი ძმა  ის იძახდა რომ ეს იყო უსამართლობა და მშვიდად დადგა მისი ძმის გვერდით დასახვრეტად . ამის შეხედვარე სტალინს გაახსენდა სკოლაში ნასწავლი ცოტნე დადიანის გმირობის შესახებ ( ვიცით რომ ის ქართველი იყო) სასტიკ სტალინს თვალები ცრემლით აევსო თუმცა არ იმჩნევდა და ბოლოს სევდანარევი ხმით მათი განთავისუფლების ბრძანება გასცა და იმის უფლებაც მისცა რომ თუ მათ უნდოდათ არ დაელიათ სუფრაზე მისი სადღეგრძელო . ასე მშვიდობიანად დამთავრდა ეს ამბავი
ნიკოლოზ ქენქაძე





******************

  1. ამ ბოლო ხანებშ ხშირად მესიზმრება ჩემი სოფელი.ყურძნით დახუნძლული ხეივანი,ეზოში მოთამაშე ბავშები,აუზი,ბაღი და სხვა მრავალი.ასევე მესიზმრება იქ გატარებული ღამეები,ტყეში პიკნიკის მოწყობა,ნადირობა.მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.სოფელში 7-8 წლის შემდეგ აღარ ვყოფილვარ,მაგრამ მისი სილამაზე მაინც დარჩა ჩემს გონებაში.ყოველთვის მახსენდება სოფელში გატარებული წლები,ბებოს გაკეთებული საჭმელი,პაპას ხუმრობები და სეირნობა სხვადასხვა მიდამოებში. ეს მონატრებაა,მხოლოდ და მხოლოდ მონატრება.

                                                                                    ზეზვა სალთხუციშვილი




*************

ერთ დღეს მამა სახლში დათრგუნული მოვიდა . სახეზე დაღლაც ეტყობოდა. შემდეგ ჩანთის ჩალაგება დაიწყო. დედაც ეხმარებოდა. დამაინტერესა რა ხდებოდა და კითხვის დასმა გადავწყვიტე, მაგრამ ისეთი სიჩუმე იყო ხმა არ ამომიღია. უბრალოდ ავდექი და მათ გავყევი. უკვე ღამე იყო მაგრამ, როგორც კი გავიგე სად მივდიოდით გულზე მომეშვა. ჩვენ სოფელში მივდიოდით შუაღამისას.ამ ფაქტმა ცოტა დამრთგუნა, მაგრამ შევეგუე.
სკმაოდ ჩუმი ღამე იყო. არაფრის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ ჭრიჭინი. ისიც აქა-იქ. მამა ისევ საკმაოდ ანერვიულებული ჩანდა.ვიცოდი რომ სოფელში მივდიოდი, მაგრამ არ ვიცოდი რატომ, თან შუაღამისას. სოფლის გახსენებაზე სულ ტკბილი მოგონებები მახსენდებოდა ხეები , ბავშვები, ჟრიამული და ახლო მეზობლობა.
ჩვენი სოფელი ქალაქიდან ძალიან შორსაა. იქ დილით ჩავედით. კართან ხალხი დაგვხვდა. არ მოველოდი ამდენი ნაცნობი სახის დანახვას. ცუდზე არაფერზე მიფიქრია , თუმცა ამდენი ხალხის დანახვამ შემაცბუნა და ცოტა ცუდმა აზრებმა გამიელვეს. სახლში შევედი. აქ უკვე აცრემლებული მეზობლები დავინახე. უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე. ავნერვიულდი,გული ამიჩქარდა, სახლში შესვლა არ მინდოდა.რაღაც მკარნახობდა რომ კარგი არაფერი მელოდა შიგნით. მამაჩემი სასწრაფოდ შევარდა შიგნით,დაახლოებით 15-20 წუთში გამოვიდა აცრემლებული თვალებით.ამ დროს აივანზე ვიდექი,მოვიდა დამხედა და მითხრა :“ ბებო აღარ არის შვილო!“ გუგები გამიფართოვდა .გული იმაზე სწრაფად ცემდა ვიდრე არასდროს. ავცრემლიანდი და ამეტირა. სოფლის ტკბილი ოცნება ბნელმა წყვდიადმა მოიცვა. მთელი საათი უსიტყვოდ დავდიოდი ეზოში ჩაფიქრებული და ანერვიულებული.ვფიქრობდი იმაზე რომ ცხოვრებაში ერთ გაუთვალისწინებელ და მოულოდნელ ამბავს შეიძლება მთელი გონების გადატრიალება მოჰყვეს.

                                                                                                   თორნიკე ათაბეგაშვილი


პატარა ობოლი გოგონა                                                                              ერთ პატარა ღარიბ ოჯახში დაიბადა უმშვენიერესი ქალისჰვილი რომელსაც კრავაი დაარქვეს . ოჯახი დზალიან ბედნიერი იყო, რადგან მათ შვილი დიდხანს არ უჩნდებოდათ. იაკობის და ეფემიეს სურვილი იყო, რომ ყოლოდათ ვაჟიშვილი, მაგარმ მათი სურვილი არ ახდა. როდესაც გოგონამ დაიწყო უკვე სიარული მისმა დედ-მამამ გადაწყვიტეს ,რომ გოგონა გაეშვილებინათ ვინმე მდიდდარ ოჯახისთვის და აეღოთ , რომელსაც ის ოჯახი გადაუხდიდა. და რატომ გადაწყვიტეს ასეტი ლამაზი და საყვარელი გოოგნას გაშვილება?  იმიტომ რომ მათ ისე ძალიან უნდოდათ ვაჟი რომ ჰყოლადთ როცა ქალიშვილი ეყლოთ მათი ოცნებები დაიმსხვრა და მათთვის უკვე მნიშვნელობა აღარ იყო იარსებებდა ეს გოგონა თუ არა , ასევე მათ ძალიან უჭირდათ და არ შეეძლოთ რომ გოგონა წესიერად გამოეკვებათ და ამიტომ გადაწვიტეს მისი გაშვება. ერთ ცივ და ბურუსიან დღეს , გარეთ გაჩერდა მანქანა სადაც ისხდნენ ცოლ-ქმარი, რომლებიც აპირებდნენ გოგონას წაყვანას. ისინი იყვნენ ძალიან მდიდრები, უგულოები, და ისეთი ადამიანები , რომლებსაც ბავშვები არ უყვართ და მარტო თავის სახელზე ფიქრობდნენ. ისისნი იყვნენ ადამიანები , რომლებსაც ეს პატარა უმშვენიერესი გოგონა უნდა წაეყვანათ. კრავაის მშობლებს კი ეს არ ადარდებდათ , მათ მხოლოდ პული აინტერესებდათ. იაკობმა და ეგემიამ მიიღეს ფული და ბავშვი გაატანეს. სულ რაღაც 3 წლის შემდეგ , როდესაც გოგონა გახდა 4 წლის მისმა მეურვეებმა ის სახლიდან გამოაგდეს ,რადგან აღარ სჭირდებოდათ ის. გოგონა კი , ეს უმშვენიერესი გოგონა დარჩა სულ, სულ მარტო . მას არავინ არ ყავდა აღარც  მისი დაუნდობელი მშობლები, და აღარც მისი უგულო მეურვეები. გოგონამ არც კი იცოდა თუ რა ხდებოდა ის ხომ სულ 4 წლისა იყო და ამიტომ მან გადაწყვიტა რომ იქვე მისი ძაღლის ქოხში დაეძინა . მეორე დღეს მოვიდა პატარა გოგონას დეიდა(დეიდათ იტვლებოდა მისთვის), რომელიც გოგონას ძალიან კარგად ეპღრობოდა და გოგონა ძალიან უყვარდა, ხოლო როდესაც დაინახა კრავაი ძაღლის ქოხში ის წავიდა და მის მეურვეებს დაელაპარაკა და როდესაც გაარკვია თუ რა მოხდა გადაწყვიტა რომ არ მიეტოვებინა და ეს პატარა გოგონა თავისთა წაიყვანა. 14 წლის შემდეგ , როდესაც კრავაი გახდა 18 წლის მის დაბადების დღეზე მისი საყვარელი დეიდა გარდაიცვალა, დეიდა ,რომელმაც ის შეიფარა და გადაარჩინა . გოგონამ კი ცხოვრება გააგრძელა და თავისი ბიზნესი დაიწყო და ძალიან წარმატებული გახდა და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი დეიდას დამსახურება იყო. ის რომ არა კრავაი განათლებას ვერ მიიღებდა და საერთოდ სახ-კარიც არ ექნებოდა. 7 წლის შემდეგ ის გატხოვდა და ეყოლა 2 უმშვენეირესი ქალიშვილი და ერთი პატარა ბიჭუნა , რომელიჩ იშვილა და თვითონ გაზარდა და ყველაფერს აკეთებდა რომ ის გაებედნიერებინა , რადგან არ უნდოდდა რომ იგივე დამართნოდა რაც თვიტონ მოუვიდა. და ამდენი წლის შემდეგ ის შეხვდება მის ბიოლოგირ მშობლებს, რომლებიც ბედნიერები იყვნენ თავის ვაჟთან ერთად, ბიჭთან , რომელმაც კრავაის ადგილი დაიკავა , ხოლო მისმა მშობლებმა ეს ლამაზი გოგონა ვერ იცნეს, გოგონა რომელიც ერთ დროს გააშვილეს , რადგან ისინი უბედურები იყვნენ მასთან ერთად. კრავაი კი ყოველთვის დარჩა მისი მშობელბისთვის ერთი საწყალი ობოლი გოგნა, რომელსაც არავინ და არაფერი არ გააჩნია , მაგრამ თვითონ კრავაი მისი საკუთარი ოჯახისთვის ყოველთვის წარმატებული და მისაბაძი ადამიანი იქნება . და კრავაი არ აპირებს და რც დაუშვებს რომ ასეთი რაღაც დაემართოს მის შვილებს , რადგან იცის თუ რას ნიშნავს მარტოობა და რა არის როდესაც გვერდით არავინ არ ყავს . ის პატარა ობოლი გოგონა გადაიქცა ულამაზეს წარმატებულ გოგონად , რომელსაც ვერავინ ვერ დაამარცხებს . ის ძალიან ძლიერი გახდა და მიზანდასახული. ხოლო ეს ყველაფერი მის ბიოლოგიური მშობლების დამსახურებაა, რადგან მას ეს გზა რომ არ გამოევლო შეიძლება იგივე შეცდომა დაეშვა მის შვილებთან, ახლა კი ამ შეცდომას არ გაიმეორებს.                                       

21:27, 16 აპრ, 2019
                                                                             ნინი სალთხუციშვილი



*******


მოსაღამოვდა, ნისლი ჩამოწვა,სოფლის მაცხოვრებლებს მოესწროთ ბუხრის დანთება, ცოტა ხანში ჰაერი შეშისა და ბუხრის სუნით გაიჟღინთა, ამასობაში თოვაც დაეწყო.     ერთ-ერთ სახლში კი ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ, ბებია ქსოვდა, ბაბუა კისაქანელა სავარძელში გაზეთს კითხულობდა,იქვე კართან კი ძაღლი მიწოლილიყო და ეძინა.
      უცებ კარზე კაკუნი გაისმა, ცოტა ხანში კი ზღურბლს შვილიშვილმა გადმოაბიჯა, ბებია ბაბუის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სამწუხაროდ შვილიშვილი მეორე დღესვე გაეშურა
ქალაქში. საბოლოოდ კი ეს მისი  ბოლო შეხვედრა გამოდგა ბაბუასთან იგი გარდაიცვალა, შვილიშვილმა კი იმის შიშით, რომ ბებიაც არ დაეკარგა თავისთან წაიყვანა ქალაქში. მიუხედავად ამისა შვილიშვილი ყოველ ღამე ფიქრობდა:ნეტავ დამეფასებინა ბაბუა, ნეტავ მალე მოვგებოდი გონს.
                                                                            გიორგი ქასრაშვილი



ბულბული.

 ძირითადად ჩემი დანიშნულება, ამ სამყაროში ის არის, რომ ვიგალობო გაზაფხულზე და გაღვიძებულ ბუნებას უფრო მეტი ძალა შევძინო. დილით სიმღერა მიყვარს, როდესაც ვიღვიძებ ყოველთვის ჭიკჭიკს ვიწყებ და სამყაროს ახალ დღეს ვახარებ. სიმღერაზე მეტად ბუნების დათალიერება მიყვარს. ცაში ფრენა და ბუნებით ტკბობა, ჩემი სულიერი სიმშვიდეა. ბუდე ერთ მარტოხელა მუხაზე გავიკეთე, მინდორში მარტოდ მარტო იდგა, შემეცოდა, ვიფიქრე კარგი მეგობრები ვიქნებოდით და მართალიც აღმოვჩნდი. სამყაროს ყველა წვრილმანს პატივს ვცემ და მიყვარს. ნამდვილად იდეალურია ის, ასე ვფიქრობთ ცხოველები, მაგრამ არსებობენ არსებები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამყარო უნაკლოა და ცდილობენ ნაკლი გაუჩინონ - ადამიანები. ერთ დღეს მუხას ცოტა ხნით დავემშვიდობე და გადავწყვიტე ცოტა ხანს შემომეფრინა ცა. ლამაზი, მზიანი დღე იყო. მინდორზე ყვავილები გადაშლილიყვნენ და ხალიჩასავით გადაჰკვროდნენ მიწას. ყვავილებს-კი პეპლები და ფუტკრები დასტრიალებდნენ თავს. ცა ლამაზი, თეთრი ღრუნლებით იყო სავსე. ამ სილამაზის ყურებისას ვტკბები ხოლმე. როდესაც ბუნებასთან ტრფიალს მოვრჩი, მუხასკენ გავეშურე. მივუახლოვდი და თურმე ადამიანებს გაუნადგურებიათ იგი. ერთანეთს შესძახებდნენ: - უხ, რა კარგი მაგიდა გამოგვივა, მთელ სოფელს მოუნდება ჩვენნაირი. როდემდე შეიძლება გვანადგურონ? ჩვენც გვინდა სიცოცხლე, როგორც მათ. ნეტა ერთ დღეს ისინიც ნამდვილი ბუნების ნაწილნი გახდნენ და გაიგონ რა არის ნამდვილი სიცოცხლე, სიყვარული და პატივისცემა.
                                           თაკო კვირკველია


                                                        *****************

           იყო ერთი ონავარი ბიჭი , სახელად ანდრია, რომელსაც ძალზედ კეთილი მაგრამ , ლოგინად ჩავარდნილი დედა ჰყავდა. ის იპარავდა ვაშლებსა და მსხლებს სხვა ეზოებიდან,ამის გამო ანდრიას დედასთან მეზობლები სულ საყვედურით მოდიოდნენ. დედა ანდრიასაგან მხოლოდ კარგ საქციელს ითხოვდა. ანდრია სკოლაშიც ბულინგის მსხვერპლი იყო . საბოლოოდ ის სკოლიდან გარიცხეს, ამ ყველაფერმა დედაზე ძალზედ იმოქმედა და ის გარდაიცვალა. ამ ეყველაფრის შემდეგ ანდრია მიხვდა თაავის დანაშაულს,დაიწყო კარგად სწავლა და მდიდარი ბიზნესმენი გახდა და მას შეძლებული ოჯახიც ჰყავდა. ესაა ამაოება, სანამ ადამიანი გარკვეულ ზიანს არ განიცდის საკუთარი ქმედებით,მანამდევერ მიხვდება ჩადენილ დანაშაულს.
                                                                                     მალხაზ წიქარიშვილი


                                                                      კურდღელი

          იყო ერთი კურდღელი,რომელსაც ჰყავდა ოჯახი ოთხი შვილით.ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ,საჭმელი არ ჰქონდათ.ის მიდიოდა ყოველ დღე საკვების მოსაპოვებლად მაგრამ ძალიან ცოტას თუ იშოვნიდა.რასაც იპოვიდა ნახევარს თვითონ ჭამდა რომ ენერგია ჰქონოდა და ნახევას ოჯახში მიიტანდა.                                                                                   ერთ  დღევსაც წასულმა მიაგნო ხეს ვაშლებით,ჩამოკრიფა ეს ვაშლები და გაუყვა სახლის გზას.გზად შეხვდა დათვი,ზღარბი,ციყვი და თხუნელა.ყველას გაუნაწილა და ჰოპ რას ხედავს ტომარა დაცარიელებულა.ამ დროს წამოვიდა ძლიერი ქარი და წვიმა სხვა გზა არ ჰქონდა უკან უნდა დაბრუნებულიყო ვაშლებთან რადგან შვილებს ვერ ეტყოდა რომ მან საჭმელი ვერ იშოვა.როდესაც მივიდა ვაშლის ხესთან აღარ დახვდა ვაშლები,დამწუხრებული გაუდგა სახლის გზას. მისი ცოლი ნერვიულობდა ამდენ ანს რატომ არ დაბრუნდაო.საბოლოოდ ის მივიდა სახლში მეორე დღეს კი ვისაც ვაშლები დაურიგა დათვს,ციყვს,ზღარბს და თხუნელას ყველამ მოიტანა კურდღლის ოჯახს საჭმელი გადახდილი სიკეთისთის და მთელი ოჯახი იყო გახარებული.                                          

                                                                                             ლუკა ბობოხიძე


                                                  **********************
     ცაში ავიხედე და მომეჩვენა, რომ ცა გადასხვაფერებულიყო. ისე გამოიყურებოდა ცოტაც და გასკდებაო. ეს ჩვენ ადამიანებმა დავმართეთ  ცას. საიდან მოდის ამდენი სისასტიკე ან კიდევ, რატომ არ ქრება, რატომ რჩება ჩვენთან და სულში ისე რატომ გვიძვრება, ისე ღრმად და ისე სასტიკად, რომ მას ვეღარ ვდევნით საკუთარი სულებიდან. იქ იკეთებს ბუდეს და მრავლდება ელვის სისწრაფით. ეს საშინელი არსება ჩვენს „ცით მონაბერ სულს“ აქრობს და რჩება მხოლოდ სისასტიკე, ბოღმა, შური და სიძულვილი რომელიც ძალიან სწრაფად გვანადგურებს და ბოლოს გვიღებს, შემდეგ ბოროტება მომდევნო სუსტ სულს ეძებს რათა ისიც ისე მოსპოს როგორც სხვა მრავალი. საიდან ამდენი ბოროტება ანდაც როგორ იტევს ადამიანი ამ ყველაფერს. საიდან ჩნდება ის? ვის ან რას მოაქვს? ეს ყველაფერი ჩვენ ძმებს და მოყვარეებს გვკიდებს, ორივეს გვიღებს ბოლოს. საწყალი ცა, მეცოდება,როგორ უძლებს ამ ყველაფერს და რატომ არ გვემხობა თავზე რათა გადაგვარჩინოს ჩვენც და გადაარჩინოს  საკუთარი თავიც. ადამიანს შეუძლია თავისი ენით, შურითა და ბოღმით წაართვას სხვას სიცოცხლე რომილის არანაირი უფლება არ აქვს რადგან სიცოცხლე უნიკალურია რისი მიცემაც და ანაზღაურებაც ადამიანს არ შეუძლია. ცასაც ხომ ჰყავს შვილები, ღრუბლები რომლებიც დედას ქმნიან ანუ  ცას. ადამიანის საცოდაობის შემყურეს ისიც იტანჯება და დრო და დრო უშვებს დიდ და მასიურ ცრემლებს რომელსაც წვიმა ეწოდება. მისმა აცრემლუბმა გულმა ბევრი სიცოცხლე გაანადგურა და ესეც ისევ და ისევ ადამიანის ზემოქმედებით. რით არის ადამიანის სული შებყრობილი? რატომ გვართმევს ის ჩვენს თავებს. ძალიან რთულია მასთან ერთად ცხოვრება და თუ იცხოვრე ესე იგი არ გიცხოვრია და ტანჯვაში გაგიტარებია წუთი სოფელი. ზოგი ძალიან ძლიერი იბადება ამ ქვეყანაზე რომელიც უძლებს ბოროტების ძლიერ ტალღებს და არ უერთდება მას. ასეთი ხალხი უკვე აღარ იბადება ანდაც თუ იბადება ცოტა ხანი უძლებს და შემდგომ ბრბო ითრევს მას როგორც ჭაობი რომელიც დაიღალა ამდენი უპატივცემულობით ადამიანისგან. რატომ აკეთებ ადამიანო ამს? ნუთუ არ გეცოდება საკუთარი თავი ამ საშინელი ცხოვრებისთვის, ნუთუ არ იცი, რომ შენი  ცოდვები დაგწვავს გაწამებს, დაგანახშირებს და ცაში გაგფანტავს ისე, რომ ყველამ დაგივიწყოს შენ და არა შენი ცოდვები. ცა და მთა ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, ორივე ჩუმად არიან, ყველაფრის მომსწრე ხდებიან, მათში განძი იმალება ყველაფერი იციან, მაგრამ არ გვეუბნებიან და სწორადაც იქცევიან რათა ეს ყველაფერი თუ ადამიანებს ჩაგვივარდა ხელში კაცმა არ იცის რაზე ვართ წამსვლელები და რას მოვიმოქმედებთ. ადამიანის სარკე გველია. ადამიანის ნდობა არ შეიძლება. საიდან ადამიანო ამდენი ბოროტება, სიძულვლი,ბოღმა და შური?

                                                                                               თათა ლევერაშვილი

                                          

                                                        შემთხვევა

ბუხ... და ძვირფასეულობა მის ხელში იყო.
_კიდევ?
მან ჩაიცინა,
-წესით, უკვე უნდა მიმხვდარიყავი, რომ ასეთია ჩემი ცხოვრება!
...
-რამდენი მოიპარე?
-ბევრი.
-რამდენი მოკალი?
მან სერიოზული გამომეტყველება მიიღო. კაცი მიხვდა, რომ ეს არ უნდა ეკითხა.
-დამტოვე.
ფეხსაცმლის კაკუნისა და მისივე ოხვრის შემდეგ მიხვდა რომ მარტო დარჩა. მან ხელში ხოტოების წიგნი აიღო და ფურცვლა დაუწყო.
-ჩემ, ჩემია. ეს ფოტოები ჩემია, საკუთარი.
ერთში ზღვის პირას მფრინავი თოლია იყო. მეორეზე თვითონ იყო, მომრიმარი სახითა და ბუშტით ხელში. ერთში მათხოვრის მომღიმარი სახე იყო აღბეჭდილი, რომლესაც ხელში ბუშტი ეჭირა.
კაცმა იარაღი მაგიდაზე დადო, ხელები სკამზე დააწყო და ჩაფიქრდა.
-მე ია არ მომიკლავს, მან მომკლა მე...
  ახალგაზრდა ვიყავი, ფოტოგრაფია ჩემი გამოსავალი იყო, თითოეული კადრი- ჩემი ცხოვრების წამი, თითოეული მომენტი კვალად დატოვებული ჩემი სულის ნაწილი, რომელიც რეალობაში ყალბი იყო, ასე კი რეალური, ჩემი პიროვნების ანდერძად დატოვებული კვალი იყო, ყველაფერი ფულზე ღირებული, ისინი ჩემთვის ისე იყო როგორც პოეტისთვის ლექსი... მან კი მომპარა, მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობდა ზედმეტად ყალბი იყო არსებობისთვსი და სხვაგვარდა გამოყენებას უკეთესად მოერგებოდა. სულელი. ფულზე გაყია ჩემი სული. აბა რა?! ის ხომ ჩემი მიზნები იყო, მიღწეული და მიუღწევადი.
 თითოეული მოპარული წამი ჩემს ცხოვრებას აკლდებოდა.
თუმცა, შენ ვერ გაიგებ.
მე გავბოროტდი, ადამიანობა დავკარგე რომლებსაც ისინი მინარჩუნებდნენ, შევიცვალე, შეშლილმა ის ცოცხალი აღარ დავტოვე.
ვიცი რაც ჩავიდინე, ამიტომაც ჩემს სულს სიმშვიდე აღარ ღირსებია, ვიცი..ვიცი. ამიომაც ვარ ახლა მდიდარი უნამუსოდ, ამიტომაც  ვარ ასეთი. ფული მისი მიზანი იყო , მე კი დავეხმარე ახლა მიზნის მიღწევაში. ჩემს სულში სინდისი ერთი შავი უდაბნოა.
წაიბუტბუტა და ძველი მეგობრის ფოტო მაგიდაზე დააგდო.
-გამტეხა და გავანადგურე, შენ ვერ გაიგებ..
უხსნია თავის თავს.
***
გუშინ საღამოს ბანკი გატეხეს.
                                                                                     თეკლე ფიცხელაური



       
                                                                        ამბავი
იყო ერთი უბრალო ადამიანი,რომელსაც უყვარს გამოძიება და გამოძიება მისი ცხოვრება იყო. მისი პროფესიაც ჰობს უკავშირდებოდა,ლუპენი ერთ-ერთი საუკეთესო გამომძიებელი იყო ქალაქში.მისი ცხოვრება ჩვეულებრივად მიდიოდა,როგორც სხვა დანარჩენი გამომძიებლების.საქმე ,ეჭვმიტანილების,დაკითხვა, გამოძიება და
          საქმის დახურვა,მაგრამ როდესაც ის სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა,მან დაინახა როგორ გადმოვარდა ადამიანი ფანჯრიდან,მიირბინა იარაღი ამოითო და მაღლა აიხედა არავინ იყო შემდეგ ავიდა მაღლა და დაინახა კაცი,რომელსაც ხელები მაღლა ქონდა აწეული და ამბობდა კაცი მოვკალი,გბარდებითო.ეს კაცი წაიყვანეს პოლიციაში დეტალურად დაკითხეს და დაასკვნეს,რომ ეს კაცი მისი მტერი იყო ბიზნესში.მას 10-15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.მსჯავრდებულს რატომღაც ციხეში ყოფნა უნდოდა.თავიდან ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც ციხეში,ამ ბიჭს ბევრი ცხუბის გადახდაც კი მოუწია.ერთ დღეს როდესაც პაემანი იყო დანიშნული,მკვლელმა თავის მეგობარს დაავალა პურში იარაღის ჩადება თავისი ტყვიებით.მეორე დღეს ერთი კრიმინალი და სერიული მკვლელი მოკლული იპოვეს.აბსოლუტურად ყველა პატიმრის პაემანი გადაამოწმეს და დაეჭვდნენ ლუპენის მეგობრის მიერ მოცემულ პურზე,რადგან პურს შიგნიდან თითქოს თოფის ლულა ეტყობა.ამის შემდეგ ლუპენმა აღიარა დანაშაული და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.მან თქვა რომ მისი პირველადი დაჭერიდან რამდენიმე დღის წინ ციხეში მოკლულმა კაცმა მოკლა ლუპენის ძმა.ლუპენმა გაარკვია რომელ ციხეში იყო მისი ძმის მკვლელი და მეორე დღეს მისი ბიზნეს-პარტნიორი მოკლა,რადგან ციხეში მომხვდარიყო და შური ეძია მისი ძმის გამო.

                                                                                                         დავით ჩახვაშვილი